ტელეკომპანია RAI-ის ჟურნალისტი - ანტონიო კონტე მალე „ნაპოლის“ მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ანტონიო კონტე „ნაპოლის“ შეთავაზებით კმაყოფილია და უკვე გუნდის კაპიტანთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან ისაუბრა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ახალი გუნდის ქვაკუთხედად მიიჩნევს, – ამის შესახებ ტელეკომპანია RAI-ის ჟურნალისტმა, ჩირო ვენერატომ განაცხადა.
„ანტონიო კონტე და „ნაპოლი“ მოუთმენლად ელიან თანამშრომლობის ოფიციალურად დაწყებას. ცნობილი სპეციალისტი კმაყოფილია კლუბის მიერ შეთავაზებული წინადადებით.
მან აღიარა, რომ ნეაპოლში საკუთარი ძალების რწმენით მიდის და სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს. ის ასევე გუნდის შემადგენლობის გადახედვას აპირებს. ანტონიო კონტე გეგმავს გუნდის კაპიტანთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან დაკავშირებას.
კონტეს ახალი პროექტის მთავარი დასაყრდენი დი ლორენცო და კვარაცხელია იქნებიან. რამდენიმე დღეც და დე ლაურენტისი („ნაპოლის“ პრეზიდენტი) იტალიელი სპეციალისტის დანიშვნას გამოაცხადებს“, – ამტკიცებს ჩირო ვენერატო.