„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სურს #1TVSPORT
გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ამ ზაფხულს „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სურს და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, ფეხბურთელის ფასიც შეამციროს.
ნიგერიელი თავდამსხმელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მოთამაშის მსურველმა კლუბმა 130 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, თუმცა „ნაპოლი“ მას 100 მილიონ ევროდაც შეელევა.
იტალიის ჩემპიონატის 2022/23 წლის გამარჯვებულის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდის საკვანძო ფიგურები ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო იქნებიან, მას ოსიმენის შესახებ არ უსაუბრია.
ამ მომენტისთვის ვიქტორ ოსიმენის შეძენით „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდებიან. რამდენიმე წყაროს ცნობით, მისი დამატება საუდის არაბეთის ლიგის კლუბებსაც სურთ.