„ტელეგრაფი“ - ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
„ტელეგრაფი“ - ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ვაკანტური მომდევნო წლის სექტემბერში იქნება. გამოცემა წერს, რომ ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობა ენიჭება „აშშ-ის უნდობლობის გამო ევროკავშირის ნებისმიერი ფიგურის მიმართ, რომელიც დაიკავებდა პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“.

ბრიტანეთში ასევე გამოითქვა ეჭვი ჯონსონის კანდიდატურის წარმატებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ იდეას ვეტოს დაადებს.