თელავში მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსი“ გაქურდეს. მძარცველებმა მაღაზიაში სავარაუდოდ გვიან ღამით შეაღწიეს. მოპარულია ძვირადღირებული მობილური ტელეფონები. უცნობია ტექნიკის რაოდენობა, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს. კომპანიის წარმომადგენლობა აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
მაღაზიაში და ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებულია ჩანაწერები, რომელთა შესწავლა უკვე მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.