„თელავში“ შვიდი ახალწვეულია - ჩოგაძე უკრაინიდან დაბრუნდა #1TVSPORT
„თელავში“ შვიდი ახალწვეულია - ჩოგაძე უკრაინიდან დაბრუნდა #1TVSPORT

სეზონის განახლებამდე „თელავში“ საკადრო ცვლილებები მოხდა და გიორგი მიქაძის გუნდმა 23-ე ტურის შეხვედრამდე კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა.

ბოლო ორი შენაძენიდან ერთი ლეგიონერია – გვინეელი მოჰამედ კამარა. 19 წლის ახალწვეული ნახევარმცველია, წელს საჩხერეს „ჩიხურაში“ ჩაირიცხა და ექვსი მატჩი ჩაატარა, „თელავში“ კი სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე გადავიდა. მან „დინამო თბილისთან“ მოგებულ შეხვედრაში „თელავის“ ფორმა პირველად მოირგო.

კახელების კიდევ ერთი ახალწვეული თემურ ჩოგაძეა – 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც „საბურთალოს“ აღზრდილია, თამაშობდა ბათუმის „დინამოში“, „რუსთავსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. 2019 წელს უკრაინაში გადავიდა და დონეცკის „ოლიმპიკში“ ჩაირიცხა, საიდანაც „ინგულეცში“ გადაბარგდა, მაგრამ გუნდი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

„თელავმა“ საზაფხულო ტრანსფერების პერიოდში კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაიმატა. ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკვურა ბათუმის „დინამოდან“ დაიბრუნა, ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა – ესტონური „ლევადიადან“.

ამას გარდა, გუნდმა „სამტრედიასთან“ თორნიკე რუხაძის საიჯარო ხელშეკრულებაც არ გააგრძელა. მასთან ერთად იმერული კლუბიდან ნათან ჟუნიორიც დაიმატეს, ხოლო კამერუნელი უნივერსალი ალექს ბენგალა იტალიური „ამატრიცედან“  ჩაირიცხა.