„თელავს“ გუუს ჰიდინკის ყოფილი თანაშემწე ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის #1TVSPORT
„თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გუნდს 50 წლის ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ოლეგ ვასილენკო ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილი თანაშემწეა. სამწვრთნელო საქმიანობა 1996 წელს დაიწყო. იყო ცსკა-ს აკადემიის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ ბევრ გუნდში და ქვეყანაში უმუშავია.
ვასილენკო მუშაობდა: „ჟემჩუჟინაში“, „სატურნში“, მინსკის „დინამოში“, „კრასნოდარში“, „ანჟიში“, „ურალში“, ლატვიის „რიგას რფს“-ში, ლიეტუვის „ტრაქაიში“, კალინინგრადის „ბალტიკაში“, სარანსკის „მორდოვიასა“ და ვორონეჟის „ფაკელში”.
ვასილენკო იყო გუუს ჰიდინკის თანაშემწე „ანჟიში“, სადაც ბრაზილიელ რობერტო კარლოსს და კამერუნელ სამუელ ეტოოს ავარჯიშებდა. ბოლოს ვლადიკავკაზის „ალანიის“ თავკაცი გახლდათ.
საინტერესოა, რომ ოლეგ ვასილენკოს ფინეთის მოქალაქეობაც აქვს. მან 2018 წელს მოკრძალებული ლიეტუვის „ტრაქაი“ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გაიყვანა.