„თელავმა“ სტუმრად კონკურენტი „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
„თელავმა“ სტუმრად კონკურენტი „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

„თელავმა“ საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ეტაპი წარმატებით დაიწყო – გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა მე-19 ტურში უშუალო კონკურენტთან, „სამტრედიასთან“ სტუმრად ითამაშეს და 2:0 დაამარცხეს.

„თელავი“ პირველი ეტაპის შემდეგ საგრძნობლად გაძლიერდა, გუნდმა 16 ახალი მოთამაშე დაიმატა და წარმატებას მათი დახმარებით მიაღწია. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, ახალწვეულმა ამარ ბეგიჩმა გახსნა.

მეორე ტაიმში „სამტრედია“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ აქედან არაფერი გამოუვიდა, მიზანს კი ისევ „თელავმა“ მიაღწია. 83-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში „სამტრედიის“ მეკარე რეზო ლომიძემ ირაკლი რუხაძე მოცელა, რომელმაც პენალტი თავად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „თელავის“ სასარგებლოდ.

ამ მოგებით „თელავმა“ 14 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზე დაწინაურდა და 3 ქულით გადაასწრო „სამტრედიას“ (11), რომელიც მე-9 პოზიციაზეა.

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „დილასა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრა გადადებულია, ხოლო 8 აგვისტოს „საბურთალო“ „მიხეილ მესხი 2“-ზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.