ეროვნული ლიგის პირველ ტურში მორიგი შეხვედრა რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა. ნომინალური მასპინძელი „თელავი“ იყო, რომელიც თელავში თამაშს „კავკასიონი არენაზე“ ვერ მართავს, „ჩოხელი არენა“ კი გასარემონტებელია და ჯერ ისევ ხიზნად რჩება.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდში ბევრი ახალწვეული იყო და უცნაური დამთხვევა მოხდა – ორივე მეტოქის რიგებში, ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან გასულ სეზონში გუნდში მხოლოდ სამი ირიცხებოდა, რვა კი ახალწვეული იყო.
თამაში დაძაბულად და რთულად მიმდინარეობდა და მისი ბედი ერთადერთი გოლმა გადაწყვიტა. მცველის, ვაჟა ფაცაციას შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ შოთა შეყილაძე დარჩა და შესვენებამდე (45+2-ე წუთზე) ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტოქეთა მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და „თელავმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 1:0
„თელავი“ – „სამტრედია“ 1:0
გოლი: შოთა შეყილაძე (45+2. ვაჟა ფაცაციას პასით)
28.02. 2021. რუსთავი. „სფფ-ს ტექნიკური ცენტრი“.
„თელავი“: ჩოჩიშვილი – ძოწენიძე, ფაცაცია, ბერიაშვილი – ც. კაპანაძე (90+4. გაბისკირია), ჯანელიძე, მ. ბაშელეიშვილი, შერგელაშვილი – ინჯგია (63. რუხაძე), შეყილაძე, არდაზიშვილი (66. მ. ჯიქია)
„სამტრედია“: კულუა – მილუტინოვიჩი, ვიეირა (56. მასკარენია), კერძევაძე – ო. კობახიძე (56. იოსელიანი), რობაქიძე (68. გადირზადე), ცეცხლაძე, ახალაძე – ლუკავა, ნათან ჟუნიორი (76. ვარიეტი), ჯიქია (68. კვირკვია)
მიჰაილო მილუტინოვიჩი, კრისტიან ვიეირა, ნათან ჟუნიორი, ოთარ კობახიძე, დავით ჯიქია, ესტებან მასკარენია
მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
გაფრთხილებები: გიორგი ჯანელიძე (35),ფაცაცია (70), ბაშალეიშვილი (83)