საფეხბურთო კლუბ „თელავში“ ახალი ლეგიონერი ჰყავთ. გუნდში სერბი ნახევარმცველი სტეფან დიმიჩი ითამაშებს – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 30 წლის სერბი შემტევი ნახევარმცველი სტეფან დიმიჩი დაიცავს. ფეხბედნიერი იყოს, სტეფან, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
სტეფან დიმიჩი
დაიბადა 1993 წლის 1 მაისს;
სიმაღლე: 184 სმ; წონა: 73 კგ;
ამპლუა: ნახევარმცველი;
ბოლო კლუბი: „რადნიჩკი“ (ნიში, სერბეთი).
სტეფან დიმიჩი გუნდის მეექვსე ახალწვეულია, გამოცდილ ფეხბურთელს წლების მანძილზე უთამაშია სერბულ კლუბებში – „ჩუკარიჩკიში“, „სინდელიჩში“, „ზემუნში“, „მლადოსტში“, „ბალზანსა“ და „ნოვი პაზარში“, ბოლოს კი ნიშის „რადნიჩკის“ წევრი გახლდათ.
Transfermarkt-ი სერბი ნახევარმცველის საბაზრო ღირებულებად 250 ათას ევროს ასახელებს. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა – 350 ათასი ევრო.