„თელავმა“ „სამგურალი“ დაამარცხა - აუტსაიდერების მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 30-ე ტური სამტრედიასა და წყალტუბოში გამართული შეხვედრებით დაიწყო – ვერც ერთ მათგანში მასპინძლებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს. „სამტრედიამ“ კონკურენტი „შუქურა“ მიიღო და 22-ე წუთზე ნიკოლა პრელჩეცის გოლით დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა 10 წუთში აღადგინეს.
ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემით ზურაბ მუსელიანმა ისარგებლა და ზუსტად დაარტყა 1:1. არაერთი მომენტის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გადაინაწილეს.
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის არენაზე „სამგურალმა“ „თელავი“ მიიღო – ანგარიში 45+5-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. მასპინძელთა კარი თორნიკე რუხაძემ აიღო. საბოლოოდ, წყალტუბოელებმა 0:1 მოიგეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. 30 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 17 ქულა მოიპოვა და ისევ ბოლო ადგილზეა, მას ქობულეთის „შუქურა“ (25) ერთი ადგილით ასწრებს, „თელავი“ ამ მოგებით (35 ქულა) მე-7 ადგილზეა და „სამგურალთან“ (36) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.