ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგის მე-14 ტურში „თელავს“ უმასპინძლა, გამარჯვება ხელიდან გაუშვა მოიპოვა და აუტსაიდერთა ზონასთან სხვაობაც მიზერულად გაზარდა.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ პირველ ნახევარში მცველები შემტევებზე უკეთ თამაშობდნენ, რეალური საგოლე მომენტების შექმა მეტოქეებს უჭირდათ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში მეტოქეები გააქტიურდნენ და უფრო საინტერესოდ ითამაშეს. ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა.
„თელავმა“ თამაშის გადარჩენა სცადა და 83-ე წუთზე მიზანს მიაღწია. ბიძინა მახარობლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი 18 წლის გიორგი ხაბულიანმა კარის ბადე შეარხია და ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
14 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 16 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, ხოლო „თელავმა“ (20) მე-6 პოზიცია შეინარჩუნა, მაგრამ ლიდერებთან სხვაობა შეამცირა.