„თელავმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - „ტორპედო“ პლეი-ოფში ითამაშებს #1TVSPORT
„თელავმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა - „ტორპედო“ პლეი-ოფში ითამაშებს #1TVSPORT

ელიგის 35-ე ტურში ორი ისეთი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

სამგურალოშილოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 68-ე წუთზე მაროკოელი ლეგიონერის, ულად-ომარ იმრანის ეფექტური გოლით დაწინაურდა. 90+3-ე წუთზე მათე აბულაძემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში უნიკალური რამ მოხდა – „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა დ მეტოქეებმა სამი ავტოგოლი გოლი გაიტანეს. გორელთა მცველმა, ანდრო ნემსაძემ 34-ე წუთზე საკუთარი კარი აიღო. 37-ე წუთზე იგივე „თელავის“ მოთამაშე ლაშა შერგელაშვილმა გააკეთა. 72-ე წუთზე სტუმრები „დილას“ მცველის, დავით მაისაშვილის ავტოგოლით დაწინაურდნენ. ერთადერთი, ვისაც კარის მიმართულება არ შეეშალა, სტუმართა თავდამსხმელი იმედა აშორტია იყო, რომელმაც 87-ე წუთზე „დილას“ კარი მესამედ აიღო და „თელავმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:3.

35 ტურის შემდეგ „თელავმა“ 41 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნა. ქუთაისის „ტორპედოს“ 37 ქულა აქვს, კახელებს ვეღარ დაეწევა და ქობულეთის „შუქურას“ შემდეგ მეორე გუნდი აღმოჩნდა, რომელიც პლეი-ოფში ეროვნული ლიგა2-ის წარმომადგენელთან ითამაშებს.