„თელავმა“ კვლავ მოიგო - ხაბულიანმა ისევ გაიტანა #1TVSPORT
„თელავმა“ კვლავ მოიგო - ხაბულიანმა ისევ გაიტანა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგ ტესტ-მატჩში „ლიეპაია“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის წარმომადგენლისთვის ეს მესამე ტესტ-მატჩი იყო, რომელშიც ლატვიის ვირსლიგის მეხუთეადგილოსან კლუბს დაუპირისპირდა. ლატვიურ გუნდს თამაზ პერტაია წვრთნის, შემადგენლობაში კი ოთხი ქართველი ფეხბურთელი ჰყავს – ვაჟა ფაცაცია, გიორგი კუცია, რატი არდაზიშვილი, ლუკა სილაგაძე და ანდრია ხორხელი.

„თელავმა“ ლატვიელებთან ბურთები ორივე ტაიმში გაიტანა. პირველ ნახევარში თავი ტატო ჟივიძის გადაცემით გასინჯვაზე მყოფმა არტიომ არხიპოვმა გამოიჩინა და „თელავი“ შესვენებამდე მინიმალური უპირატესობით გავიდა 1:0.

მეორე ნახევარში კი უკვე გიორგი ხაბულიანმა გაიტანა – მოედნის ცენტრიდან შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჯეფერსონ ჯერალდომ დატოვა და 19 წლის თავდამსხმელმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

აღსანიშნავია, რომ „ლევანტედან“ იჯარით გადმოსულმა გიორგი ხაბულიანმა ორ შეხვედრაში უკვე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.