„თელავმა“ გიორგი პაპუნაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
„თელავმა“ გიორგი პაპუნაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას გიორგი პაპუნაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ევჰენი პროტასოვი დაიცავენ – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

27 წლის პაპუნაშვილი გამოცდილი ფეხბურთელია. კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე უცხოური კლუბი მოიარა – გერმანული ბრემენისვერდერი“, ესპანური „სარაგოსა“, სანტანდერისრასინგი“, კვიპროსის „აპოლონი“ და სერბეთის „რადნიჩკი ნიში“.

სამშობლოში დაბრუნებულმა ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშა, ბოლოს კი „სამტრედიაში“ გახლდათ. გიორგიმ საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

პაპუნაშვილი ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ – ქვეყნის თასი, ერთხელაც სუპერთასი მოიგო, არის კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი.

25 წლის​ ევჰენი პროტასოვი ​ „ოლექსანდრიის“ აღზრდილია, სამშობლოში ლუცკის „ვოლინსა“ და ხარკოვის „მეტალისტში“ უთამაშია. უკრაინელმა ნახევარმცველმა ბოლო ორი სეზონი ლიეტუვისსუდუვაში“ გაატარა და შარშან ლიეტუვის სუპერთასი მოიგო.