„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა2“-ის პირველ ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა – „შევარდენი 1906“-მა „ცხინვალს“ მუხიანის სპორტულ კომპლექსში უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი „ცხინვალის“ რუმინელმა ახალწვეულმა ანდრეი ჩოლაკუმ მე-4 წუთზე გაიტანა.
„თელავმა“ „გივი ჩოხელზე“ ლანჩხუთის „გურია“ დიდი უპირატესობით დაამარცხა. დუბლი შეასრულეს დიმიტრი ტატანაშვილმა (4, 52) და ირაკლი რუხაძემ (10, 45). აღსანიშნავია, რომ 23-ე წუთზე ლანჩხუთელები კაცნაკლულები დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა ირაკლი ბაჯელიძე წითელი ბარათით გააძევა.
ტური ხვალ, ორშაბათს დასრულდება – „გაგრა“ თბილისის „მერანს“ მუხიანის სპორტულ კომპლექსში შეხვდება, ხოლო „კოლხეთი 1913“ ფოთის „პარკი არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ დაუხვდება.