„თელავმა“ და „გაგრამ“ ქულები გაინაწილეს - მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე ტურში მეორე შეხვედრა დასრულდა უგოლოდ – „თელავისა“ და „გაგრის“ დაპირისპირებაში მეტოქეებმა კარის აღება ვერ მოახერხეს – 0:0.
მატჩში, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა, „გაგრას“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-4 წუთზე ჰქონდა – მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ვასილ ხოსიტაშვილის დარტყმული „თელავის“ მეკარემ, ლევან თანდილაშვილმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
დარჩენილ დროში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შემტევებს სიზუსტე დააკლდათ ან მეკარეები თამაშობდნენ კარგად. საბოლოოდ, მიზანს ვერცერთმა გუნდმა ვერ მიაღწია და ქულები გაინაწილეს.
ორი ტურის შემდეგ „თელავმა“ და „გაგრამ“ პირველი ქულები მოიპოვეს და აუტსაიდერთა ზონაში არიან.