„თელავმა“ „ანდერლეხტის“ ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„თელავმა“ „ანდერლეხტის“ ყოფილი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

„თელავმა“ კონგოელი თავდამსხმელი კულე მბომბო დაიმატა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 26 წლის კონგოელი თავდამსხმელი, რიჩარდ კულე მბომბო დაიცავს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „თელავში” 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

რიჩარდ კულე მბომბო

დაბადების თარიღი: 1996 წლის 10 მაისი
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 84 კგ
პოზიცია: თავდამსხმელი

მბომბომ კარიერა 2016 წელს „ას ვიტაში“ დაიწყო და ერთი წლის შემდეგ „ანდერლეხტმა“ აიყვანა. ბელგიურმა გრანდმა კულე ერთი წლის შემდეგ „ჟერმინალ ბეერსხოტში“ გაანათხოვრა. შემდეგ მან სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ყაზახეთის „ქაისარში“, ლატვიის „რიგაში“, ლიეტუვის „სუდუვაში“, ემირატების „ალ ჰისნისა“ და ინდოეთის „ნორტ ესტ იუნაიტედში“ ითამაშა.

რიჩარდ კულე მბომბო 2020 წელს „რიგას“ შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონი გახდა, 2019-ში „ქაისართან“ ერთად ყაზახეთის თასი მოიგო, 2022 წელს კი „სუდუვასთან“ ერთად – ლიეტუვის სუპერთასი.