„თელავმა“ ახალწვეულები წარადგინა - გუნდს ყოფილი კაპიტანი დაუბრუნდა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას ექვსი ახალი ფეხბურთელი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული ლიგის გუნდში ითამაშებს მცველი ანტონ თოლორდავა, რომელიც ბოლოს ყაზახეთში, ყარაღანდის „შახტიორში“ გამოდიოდა. 27 წლის თოლორდავას თელაველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება – იგი აქამდე ორჯერ თამაშობდა გუნდის შემადგენლობაში – 2016-2020 და 2021-2022 წლებში 100-ზე მეტ მატჩში მოირგო „თელავის“ მაისურა, გახლდათ გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი.
გუნდში დაბრუნდა 27 წლის ჰაიტელი თავდამსხმელი ჯონელ დეზირე. მან „თელავის“ შემადგენლობაში შარშანდელ ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება სხვა ახალწვეულებს: 34 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრე მენსალაო ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ „ვოსკადან“ დაიმატეს, 20 წლის მალელი ნახევარმცელი სიდიკი ტრაორე კი არაბთა გაერთიანებული საამიროების „ალ დაფრაში“ გამოდიოდა. ნიგერიელი ფორვარდი, 22 წლის ოჯეტუნდე ოლაოლუვა ბოლოს სომხეთის ჩემპიონატში, „ვანში“ თამაშობდა, ბრაზილიელი ნახევარმცელი, 25 წლის ჯორჯ პიტბული კი ბრაზილიური „ამაზონსის“ ღირსებას იცავდა.