„თელავის“ წარმატებული სტარტი - „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველ ტურში მორიგი შეხვედრა გაიმართა – „მიხეილ მესხი 2“-ზე დაბრუნებულმა თბილისის „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ორივე გუნდის წევრები მოედანზე უკრაინის დროშის ფერებიანი სამკლავურებით გავიდნენ. მეტოქეებს ახალი სეზონის დაწყებამდე ფინანსური პრობლემები შეექმნათ. გუნდები ამ ვითარებაში სასურველ დონეზე ვერ დაკომპლექტდნენ, მაგრამ პირველ ტურში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
ერთადერთი გოლი შეხვედრის 47-ე წუთზე გავიდა. თბილისელებმა ბურთი საჯარიმოსთან ვერ მოიგერიეს, ლაშა კოხრეიძემ კი დააახლოებით 17-18 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და „თელავი“’ დააწინაურა.
„ლოკომოტიოვის“ მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, „თელავმა“ სეზონი სასურველი შედეგით დაიწყო – 0:1.
პირველი ტურის ბოლო მატჩი კვირას, „მიხეილ მესხზე“ შედგება – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.