„თელავის“ მწვრთნელი - ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია #1TVSPORT
„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-4 ტურის გასვლითი შეხვედრა შეაფასა, რომელიც „გაგრასთან“ 2:2 დაასრულა. მისი თქმით, გუნდს კონკრეტული ამოცანის ნაცვლად, მხოლოდ ერთ მიზანს უსახავს – ყველა მეტოქესთან იბრძოლოს.
„ჯერ მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა მოვუხადო ასეთი ბრძოლისა და გუნდურობისთვის. უამინდობის გამო ვარჯიშები გაგვიცდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ვიბრძოლეთ („გაგრასთან“) და ქულა ავიღეთ. ჩვენთვის ესეც კარგია. ჩვენ ყველა თამაშისთვის ვემზადებით, რადგან ყველა მატჩი „თელავისთვის“ ფინალის ტოლფასია“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.
„თელავი“ ერთადერთი გუნდი, რომელიც ეროვნული საფეხბურთო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არ დამარცხებულა, არც ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და არც ყველაზე ტიტულოვანი „დინამო თბილისი“ – ასეთი მხოლოდ „თელავია“. გუნდი სეზონის წინ არსებული პრობლემების ფონზე, ყველამ მიმდინარე აუტსაიდერად ჩათვალა. ამ დროს, „თელავი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა.
მომდევნო ტურის შეხვედრას „თელავი“ შინ გამართავს – ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში, კვირას, 20 მარტს, გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები „კავკასიონი არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ.