„თელავის“ ახალწვეულის მორიგი რეკორდი - ალეკო კოშკაძე მე-18 გუნდში ჩაირიცხა
„თელავის“ ახალწვეულის მორიგი რეკორდი - ალეკო კოშკაძე მე-18 გუნდში ჩაირიცხა

2019 წლიდან საფეხბურთო კლუბ თელავში 37 წლის ნახევარმცველი ალეკო კოშკაძე ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

37 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა 2018 წელს ეროვნულ ლიგაში თამაშების რაოდენობის რეკორდი გააუმჯობესა – კოშკაძემ ლიგაში 442 მატჩი ჩაატარა და შემდეგ ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ახლა კოშკაძემ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: მისი კარიერა ზუსტად 20 წლის წინ დაიწყო და ამ პერიოდში კონტრაქტი 22-ჯერ გააფორმა და სულ 17 გუნდში ითამაშა. თელავი კი მისი მე-18 კლუბი იქნება. ალეკო კოშკაძე უკვე თელავშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ალექსანდრე კოშკაძე

დაიბადა 1981 წლის 4 დეკემბერს თბილისში

სიმაღლე: 172 სმ; წონა: 69 კგ

ამპლუა: ნახევარმცველი

საკლუბო კარიერა

1999/2000 – მერანი 91 (თბილისი) 8 მატჩი, 0 გოლი
2000/2001 – მერანი 91 (თბილისი) 14 მატჩი, 0 გოლი
2001/2002 – მერანი-ოლიმპი (თბილისი) 28 მატჩი, 4 გოლი
2002/2003 – მერანი-ოლიმპი (თბილისი) 20 მატჩი, 9 გოლი
2002/2003 – სიონი (ბოლნისი) 5 მატჩი, 0 გოლი
2003/2004 – სიონი (ბოლნისი) 24 მატჩი, 3 გოლი
2003/2004 – ტორპედო (ქუთაისი) 8 მატჩი, 1 გოლი
2004/2005 – ტორპედო (ქუთაისი) 32 მატჩი, 5 გოლი
2005/2006 – ამერი (თბილისი) 25 მატჩი, 2 გოლი
2006/2007 – დინამო (ბათუმი) 10 მატჩი, 0 გოლი
2006/2007 – ბორჯომი (ბორჯომი) 11 მატჩი, 1 გოლი
2007/2008 – ოლიმპი (რუსთავი) 14 მატჩი, 2 გოლი
2007/2008 – მესხეთი (ახალციხე) 12 მატჩი, 2 გოლი
2008/2009 – სიონი (ბოლნისი) 14 მატჩი, 5 გოლი
2008/2009 – დინამო (თბილისი) 15 მატჩი, 3 გოლი
2009/2010 – დინამო (თბილისი) 32 მატჩი, 6 გოლი
2010/2011 – დინამო (თბილისი) 40 მატჩი, 8 გოლი
2011/2012 – დინამო (თბილისი) 38 მატჩი, 9 გოლი
2012/2013 – ბაია (ზუგდიდი) 18 მატჩი, 1 გოლი
2012/2013 – დინამო (ბათუმი) 10 მატჩი, 1 გოლი
2013/2014 – გურია (ლანჩხუთი) 21 მატჩი, 4 გოლი
2013/2014 – დილა (გორი) 16 მატჩი, 1 გოლი
2014/2015 – მერანი (მარტვილი) 1 მატჩი, 0 გოლი
2014/2015 – გურია (ლანჩხუთი) 28 მატჩი, 4 გოლი
2015/2016 – კოლხეთი 1913 (ფოთი) 14 მატჩი, 1 გოლი
2015/2016 – საპოვნელა (თერჯოლა) 2 მატჩი, 0 გოლი
2016 – იმერეთი (ხონი) 15 მატჩი, 1 გოლი
2017 – სიონი (ბოლნისი) 38 მატჩი, 8 გოლი
2018 – სიონი (ბოლნისი) 30 მატჩი, 3 გოლი

* მერანი 91 (თბილისი) და მერანი-ოლიმპი (თბილისი) რეალურად ერთი კლუბი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა.

სანაკრებო კარიერა
2003 – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები (1 მატჩი, 0 გოლი)
2010 – საქართველოს ეროვნული ნაკრები (3 მატჩი, 0 გოლი)

ტიტულები
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (2) – 2009/2010, 2010/2011
საქართველოს თასის მფლობელი (1) – 2006
საქართველოს თასის ფინალისტი (1) – 2009/2010
საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (2) – 2007/2008, 2009/2010