თელავიდან ვარშავის „ლეგიას“ ფარმკლუბში - ხაჩიძე პოლონეთში წავიდა
თელავიდან ვარშავის „ლეგიას“ ფარმკლუბში - ხაჩიძე პოლონეთში წავიდა

პოლონეთში კარიერას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გააგრძელებს. ნიკა ხაჩიძე „სტალ ჟეშუვის“ ფეხბურთელი გახდა.

ეროვნული ლიგა 2-ის „თელავის“ 20 წლის თავდამსხმელის თქმით, თავიდან ის გასინჯვაზე იყო მიწვეული.

„პოლონელებმა გასინჯვა შემომთავაზეს და ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე, სადაც ოთხი გოლი გავიტანე, სამი საგოლე გადაცემა გავაკეთე და ერთი პენალტი ჩემი წაქცევისთვის დაინიშნა. კლუბში კარგად დამხვდნენ და ამანაც განაპირობა, თამაშები კარგად რომ ჩავატარე. საბოლოოდ, გუნდმა ჩემთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. მთავარი ისაა, რომ „სტალ ჟეშუვი“ ვარშავის „ლეგიას“ ფარმკლუბია და ვარშაველები დამაკვირდებიან“, – ამბობს ნიკა ხაჩიძე.

20 წლის ტანმაღალი (189 სმ) ნიკა ხაჩიძე თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ასევე გამოდიოდა „გაგრაში“, „ცხინვალში“, „სამტრედიასა“ და „თელავში“.