„თელავი“ „ტორპედოს“ დაუზავდა - ქუთაისელებს 12 მოთამაშე დააკლდათ და მწვრთნელი დაუბრუნდათ #1TVSPORT
„თელავი“ „ტორპედოს“ დაუზავდა - ქუთაისელებს 12 მოთამაშე დააკლდათ და მწვრთნელი დაუბრუნდათ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის კიდევ ერთი გადადებული მატჩი გაიმართა. „კავკასიონი არენაზე“ „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.

სტუმართა რიგებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – დისკვალიფიკაციის შემდეგ, „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმის გამო მატჩი 12-მა ფეხბურთემა გამოტოვა – როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ, ლაშა შერგელაშვილმა, ვანო ჩარგეიშვილმა, გია მანჯგალაძემ, ლევან მჭედლიძემ, გიორგი არაბიძემ, გიორგი კუხიანიძემ, აკაკი შულაიამ, საბა გოგლიჩიძემ, ვასილის კარაგუნისმა და ირაკლი ბუღრიძემ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „თელავმა“ დიდი ძალებით შეუტია. ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მასპინძლებს მალე მეიცათ, მაგრამ ქუთაისელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა ახლოდან გურამ გოშთელიანის და ზურაბ თევზაძის დარტყმები მოიგერია და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა იმედა აშორტიას შესრულებული ჯარიმა. ბოსნიელმა მეკარემ „ტორპედო“ შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთხელ იხსნა. მატჩის ბოლოს საქმეში „თელავის“ მეკარე ლუკა სანიკიძეც ჩაერთო და თორნიკე ახვლედიანის უძლიერესი დარტყმის შემდეგ მასპინძლებს ქულა გადაურჩინა  და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

7 ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 10 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე აადგილებს იყოფენ.