„თელავი“ სეზონის დაწყებამდე საგრძნობლად განახლდა და ბევრ მოთამაშეს შეელია – ბოლო მათგანი ჰოვანეს პოღოსიანი აღმოჩნდა. ინფორმაციას სააგენტო „ტრასფერმარკტი“ ავრცელებს.
23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჰოვანეს პოღოსიანი სომხეთის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე იყო. ის „თელავში“ შარშან თებერვალში მიიწვიეს და კონტრაქტი ერთი წლით გააფორმეს.
ახალგაზრდა ნიჭიერმა მოთამაშემ საქართველოს ჩემპიონატში ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდის ფორმით ეროვნულ ლიგაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, ანგარიშზე კი არც გოლი და საგოლე გადაცემა არ ჩაუწერია. ერთადერთი გოლი საქართველოს თასის 1/32-ფინალში რეგიონული ლიგის „ბახმაროსთან“ გაიტანა. ახალგაზრდა მოთამაშეს ტრავმა აწუხებდა და საბოლოოდ, გუნდის ხელმძღვანელობამ მასთან კონტრაქტი გახანგრძლივება აღარ ისურვა.
„ტრასფერმარკტის“ ცნობით, ჰოვანეს პოღოსიანი კარიერას „სევანში“ გააგრძელებს, რომელიც სომხეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ლიდერია.