„თელავი“ სეზონს დიდი სიახლეებით იწყებს - გუნდმა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდის შემადგენლობა და ახალწვეულები წარადგინა.
„თელავის“ ღირსებას 2022 წლის სეზონისთვის 15 ახალი ფეხბურთელი დაიცავს, ხოლო გიორგი ჭელიძის სამწვრთნელო შტაბში ლევან ხომერიკთან და ბუხუ ოდიკაძესთან ერთად, წარსულში ცნობილი კიდევ ერთი ფეხბურთელი, 51 წლის ივანე მახარაძე იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გუნდმა უცხოეთიდან რამდენიმე საინტერესო მოთამაშის დამატება მოახერხა – უკრაინიდან ზურაბ გიგაშვილის, ბელორუსიდან – გიორგი ქანთარიას, სლოვაკეთიდან – დავით მუჯირის, ბულგარეთიდან – გურამ გოშთელიანის.
ახალწვეულები
33 ბოგდან ბეზკროვნი – მეკარე; ბოლო კლუბი: „გარეჯი„ (საგარეჯო)
3 ზურაბ გიგაშვილი – მცველი; ბოლო კლუბი: „კრივბასი“ (კრივოი როგი, უკრაინა)
19 კონსტანტინე ღაღანიძე – მცველი; ბოლო კლუბი: „გარდაბანი“
22 ვაკო ბაჩიაშვილი – მცველი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)
1 6 საბა ფირანიშვილი – ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „ტორპედო“ (ქუთაისი)
7 გიორგი ქანთარია – ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „ნემანი“ (გროდნო, ბელარუსი)
8 სტრაჰინია პავიშიჩი – ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „სამტრედია”
13 ბიძინა მახარობლიძე – ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „ტორპედო“ (ქუთაისი)
15 ლაშა ქოჩლაძე – ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „სიონი” (ბოლნისი)
29 ელდარ პარკინაშვილი – ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „საბურთალო II“ (თბილისი)
10 გურამ გოშთელიანი – თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „პირინი“ (ბლაგოევგრადი, ბულგარეთი)
11 ლაშა კოხრეიძე – დაიბადა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „საბურთალო“ (თბილისი)
17 გიორგი კვერნაძე – თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „საბურთალო“ (თბილისი)
21 ნოდარ თუთაშვილი – თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „ჩიხურა“ (საჩხერე)
23 დავით მუჯირი – თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „ზლატე“ (მორავცე, სლოვაკეთი)
ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს გუნდი დღეს გამართავს – გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები „მიხეილ მესხი 2“-ზე, 20:00 საათზე „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდებიან.