„თელავი“ საქმეს შეუდგა - გუნდში პოტენციური ახალწვეულები ვარჯიშობენ #1TVSPORT
„თელავი“ საქმეს შეუდგა - გუნდში პოტენციური ახალწვეულები ვარჯიშობენ #1TVSPORT

გივი ჩოხელის სტადიონზე „თელავი“ შეიკრიბა და სეზონისთვის მზადებაც დაიწყო. ეროვნული ლიგის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თავკაცობით ვარჯიშობს, რომელმაც წყალტუბოს „სამგურალში“ გადასული გიორგი მიქაძე შეცვალა.

გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და წვრთნაც ინტენსიურად გაგრძელდება – ბუნებრივია, მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ-საკონტროლო მატჩებსაც გამართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, „თელავის“ შემადგენლობა ახლაც საკმაოდ სოლიდურია – მრავლად არიან წინა სეზონის შემადგენლობიდან დარჩენილები, გვყავს პოტენციური ახალწვეულებიც და გასინჯვაზე მყოფებიც. ახალწვეულთა ვინაობას პერიოდულად შეიტყობთ, როდესაც დასრულდება გუნდის დაკომპლექტება და ფეხბურთელებიც ხელშეკრულებას გააფორმებენ“, – წერია „თელავის” პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის გარდა, გუნდი დატოვეს თორნიკე ძოწენიძემ, მიხელ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილებზე, თორნიკე რუხაძე, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი ჯანელიძემ და შოთა შეყილაძემ.