„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს კოსტისმა დატოვა #1TVSPORT
„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმა გეორგიოს კოსტისმა დატოვა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბის, „თელავის“ პრესსამსახურმა გუნდში მიმდინარე საკადრო სიახლეებზე ინფორმაცია გაავრცელა.

„ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა, მილოშ დიუროვიჩმა და 13-მა ფეხბურთელმა „თელავი“ დატოვეს. დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხსა და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ.

ირაკლი რუხაძეს „თელავთან“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და უზბეკეთში, „ოლმაილიქში“ დაბრუნდა, გიორგი ქანთარია, ვაჟა ფაცაცია, ბრაზილიელი გუტი და ბოსნიელი ბეგიჩი კი უცხოეთში წავიდნენ.

„თელავი“ მადლობას უხდის მთავარ მწვრთნელს, მის თანაშემწეს და ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის, გვერდში დგომისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს უსურვებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.

რაც შეეხება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობასა და შევსება-გაძლიერებას, კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო კამპანიაში და სიახლეებსაც პერიოდულად შეგატყობინებთ“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.