„თელავი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა #1TVSPORT
„თელავი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში სულ ხუთი ტური გაიმართა, მაგრამ პირველი სამწვრთნელი ცვლილება უკვე მოხდა. „თელავი“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა. კლუბი უღრმეს მადლობას უხდის გიორგი ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„თელავს“ ჯერ ცეცაძის შემცვლელი არ დაუსახელებია. კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

გიორგი ცეცაძემ „თელავი“ 2022 წელს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში გუნდი 5 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.