18-წლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 9-20 აგვისტოს თელავში გაიმართება, რომელშიც 11 ქვეყნის ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
შვეიცარია, ფარერის კუნძულები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ბელარუსი,იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო.
აღსანიშნავია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თელავში ახალი სპორტის სასახლე შენდება. ევროპის ჩემპიონატს, სწორედ ახლად აშენებული სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დაიწყო და ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია გამართა.
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს კონკურსზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ნამუშევარი, საიდანაც ფედერაციამ ერთი გამარჯვებული შეარჩია. საუკეთესო ლოგოს ავტორი ნელი ქირია გახდა.