„თელავი“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 10 ახალწვეულით იწყებს - გუნდმა აზერბაიჯანიდან თავდამსხმელი დაიბრუნა #1TVSPORT
„თელავი“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 10 ახალწვეულით იწყებს - გუნდმა აზერბაიჯანიდან თავდამსხმელი დაიბრუნა #1TVSPORT

„თელავი“ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს. გია ცეცაძის გუნდი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ ესტუმრება. კლუბის პრესსამსახურმა გუნდის საჩემპიონატო განაცხადი გამოაქვეყნა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი, ბექა ქურდაძე;

მცველები: თორნიკე დუნდუა, ზურაბ გიგაშვილი, დაჩი ცნობილაძე, მირიან ჯიქია, ვაჟა ფაცაცია, ალექს ჯუნიორ კრისტიანი;

ნახევარმცველები: ნიკა ნოზაძე, ვიქტორ ვიერა ვიტინიო, საბა ფირანაშვილი, ნიკა ყიფიანი, ლაშა ქოჩლაძე, ოთარ გაგნიძე, ნიკა ქორიძე, ელდარ პარკინაშვილი;

თავდამსხმელები: იმედა აშორტია, ლაშა კოხრეიძე, გიორგი ომარაშვილი, გიორგი ილურიძე, დავით მუჯირი, გურამ ყაველაშვილი.

„თელავის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ ახალი სეზონისთვის 10 ახალი ფეხბურთელი დაიმატა: „საბურთალოდან” მეკარე ბექა ქურდაძე და მცველი დაჩი ცნობილაძე, რეგიონული ლიგის „დიდუბიდან“ ნახევარმცველები ოთარ გაგნიძე და ნიკა ქორიძე, ხოლო საგარეჯოს „გარეჯიდან“ ნახევარმცველი ნიკა ნოზაძე.

თელაველებმა მოთამაშეები უცხოეთიდანაც მიიწვიეს – ყაზახეთის „თარაზიდან“ მცველი ალექს ჯუნიორ კრისტიანი, ვოლგოგრადის „როტორიდან“ შემტევი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი, ხოლო აზერბაიჯანული „თურანიდან” თავდამსხმელი იმედა აშორტია ​დაიბრუნეს.

აშორტიასთან ერთად „თელავისთვის“ შეუტევს თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფორვარდი გიორგი ომარაშვილი და „სამტრედიის“ ყოფილი შემტევი გიორგი ილურიძე.