„თელავი“ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა - გუნდი არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმაც დატოვა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ კიდევ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი ხაბულიანს იჯარა დაუსრულდა და ესპანურ „ლევანტეში“ დაბრუნდა. გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს თორნიკე ახვლედიანმა, არტურ კარტაშიანმა, ენრიკო შუბერტმა, ფილიპ ლესნიაკმა და ჯინო პერუციმ
ეროვნულ ლიგაში გამართული ორი წრის შემდეგ „თელავი“ გასავარდნ ზონაშია – გუნდი 18 ქულით მე-9 ადგილზეა და აუტსაიდერ „სამტრედიას“ 7 ქულით ასწრებს.