„თელავი“ დომინირებს - ეროვნულმა ლიგამ მესამე წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის სიმბოლურ გუნდი დაასახელა.
III წრის სიმბოლური ნაკრები (4-3-3):
მეკარე – გიორგი ლორია („დინამო“ თბ);
მცველები – ლადო მამუჩაშვილი („დინამო“ ბთ), ტომელინ გუტიერი („თელავი“), მათე აბულაძე („სამტრედია“), ლაშა შერგელაშვილი („ტორპედო“);
ნახევარმცველები – გიორგი არაბიძე („ტორპედო“), ირაკლი რუხაძე („თელავი“), ამარ ბეგიჩი („თელავი“);
თავდამსხმელები – პაატა ღუდუშაური („დინამო“ ბთ), დავით სხირტლაძე („დინამო“ თბ), ზვიად ნაჭყებია („სამტრედია“).
სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე „თელავიდან“ მოხვდა – მცველი ტომელინ გუტიერი, ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი და კაპიტანი ირაკლი რუხაძე. მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელადაც ამ გუნდის თავკაცი, გიორგი მიქაძე დასახელდა.
მესამე წრის სიმბოლურ გუნდში 2-2 ფეხბურთელი ბათუმისა და თბილისის „დინამოებიდან“, „ტორპედოდან“ და „სამტრედიიდან“ მოხვდა.