„თელასმა” სეზონი გამარჯვებით დაიწყო
„თელასმა” სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ფუტსალის ლიგაში „თელასმა“ სეზონი წარმატებით დაიწყო – მოქმედი ვიცე-ჩემპიონი პირველ ტურში გათამაშების დებიუტანტს, კავკასიის უნივერსიტეტს (კსუ) შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ანგარიში კავკასიის უნივერსიტეტმა გახსნა. მეტოქის კარი ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, კახა მაისაიამ აიღო. „თელასმა“ ამის შემდეგ შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა. წონასწორობა ვახტანგ ჯვარაშვილმა აღადგინა.

ამის შემდეგ „თელასში“ მთავარი როლი გუნდის ახალწვეულმა თემურ ექიზაშვილმა შეასრულა, რომელიც „ილიაუნიდან“ დაიმატეს. მან ჯერ გუნდი დააწინაურა, ბოლო წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „თელასმა“ სეზონის პირველი მატჩი მოგებით დაასრულა – 3:1.

 

 

თელასი-კსუ 3:1

გოლები: მაისაია 0:1, ჯვარაშვილი 1:1, ექიზაშვილი 2:1, ექიზაშვილი 3:1