„თელასმა“ კონკურენტი დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
„თელასმა“ კონკურენტი დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
თბილისის ოლიმპიურ სასახელში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.
 
სასტარტო მატჩში ერთმანეთს „თბილისი“ და „ბათუმის სახელმწიფო უნივერისიტეტი“ დაუპირისპირდნენ. ბსუ მეექვსე წუთზე დაწინაურდა, თუმცა გიორგი ქურდაძემ თბილისელები დუბლით დაააწინაურა და მეტოქე დედაქალაქელებმა საბოლოოდ 6:3 დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ბექა ონიანმაც შეასრულა.
ამის მერე ერთმანეთს ლიდერები თელასი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი დღევანდელ მატჩამდე უდანაკარგო იყო. „ენერგეტიკოსები“ პირველივე ტაიმში ვახტანგ ჯვარაშვილის დუბლით დაწინაურდნენ და მეორე ნახევრის მიწურულამდე უპირატესობის შენარჩუნებაც მოახერხეს. ოცდამეცხრამეტე წუთზე კი დავით ბობოხიძემ სხვაობა მინიმუმადე შეამცირა, მაგრამ თსუ-მ მეტი ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 2:1 დამარცხდა. ამ მოგებით თელასმა სატურნირო ცხრილში პირველობა მოიპოვა და მარცხის გარეშე ასპარეზობას განაგრძობს.
მეოთხე ტური ილიაუნისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დასრულდა. „უნივერსიტეტელებმა“ დიდი უპირატესობა მატჩის პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის განახლებიდან ქუთათურებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და ილიაუნისთან საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9:1 დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი გიორგი ტიკურიშვილმა გაიფორმა, ორი ბურთია გიორგი მამულაშვილის ანგარიშზე.
ფუტსალის ლიგის მეხუთე ტური სტარტს 11 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღებს და 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდება