„თელასი“ პირველი ფინალისტია - ჩემპიონმა სამ ბურთიანი ჩამორჩენა დაძლია
ფუტსალის ლიგაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა – პლეი-ოფის წყვილში „თელასმა“ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში „თბილისი“ დაამარცხა.
პირველი შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის, „თელასის“ გამარჯვებით დასრულდა – 5:1. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა „თელასმა“ ამჯერადაც კარგად დაიწყო და მეორე წუთზე დაწინაურდა. მაგრან ბექა ონიანის (2), ოთარ ბერეჩიკიძისა და კახა გოგოხიას გოლებით „თბილისი“ ანგარიშით 4:1 გავიდა წინ.
„თელასმა“ მდგომარეობა მაინც გამოასწორა და მეტოქეს შვიდი გოლი გაუტანა – გურამ ხაჭაპურიძემ ავტოგოლი მიითვალა, გიორგი ტიკურიშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა სამ-სამი გოლი გაიტანეს, ერთიც – ამირან ცხომარიამ და საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიშით 7:4 მოიგო.
„თელასი“ ფინალში ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. მისი მეტოქე „ილიაუნის“ და თსუ-ს წყვილის გამარჯვებული იქნება.