„თელასი“ ისევ დაწინაურდა - მატჩის გმირი მეკარე ჯამბურია გახდა #1TVSPORT
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სეზონის ფინალური სერიის მესამე მატჩი შედგა – „თელასი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს (კსუ) შეხვდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება მოიგო.
„თელასის“ მოგების(4:2) შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 3:0 გამარჯვება იზეიმა და ანგარიში გათანაბრა. ამ გუნდების მორიგი დაპირისპირების ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
„თელასის“ მხურიდან გოლები ნუკრი ჭუმბურიძემ (მე-3 წუთზე) და ვახტანგ კეკელიამ (24) გაიტანეს, ხოლო კსუ-დან თავი ბექაურმა (მე-16 წუთი) და ტყეშელაშვილმა (39) გამოიჩინეს.
პენალტების სერიის გმირი „თელასისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე ჯაბა ჯამბურია გახდა, რომელმაც სამი პენალტი მოიგერია, „თელასმა 3:2 გაიმარჯვა და ავთანდილ ასათიანის გუნდი სერიაში 2:1 დაწინაურდა.
სეზონის ფინალური სერიის მესამე მატჩი „თელასსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს (კსუ) შორის 23 ივნისს გაიმართება – შეხვედრას ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს.