საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების მე-14-ე ტურში, გუშინ ოთხი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი, „მენორა მივტაჩიმ არენაზე“ შედგა, სადაც „მაკაბიმ“ სტამბოლის „ფენერბახჩე მიიღო. თელ ავივში ჩატარებული შეხვედრის პირველი ტაიმი, მასპინძლებმა ოთხი ქულის სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარში კი, ნევენ სპაჰიას გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო განავითარა და საბოლოოდ 82-73 გაიმარჯვა.
„მაკაბის“ შემადგენლობაში, პიერ ჯექსონი იყო საუკეთესო, ამერიკელმა ლეგიონერმა, 20 ქულა 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ნორის კოულის ანგარიშზე 19 ქულაა. „ფენერბახჩეს“ რიგებში, 18 ქულით და 6 მოხსნით ჩეხი, იან ვესელი გამოირჩა. 14 თამაშის შემდეგ, თელ ავივის გუნდი 8 მოგებით და 6 მარცხით, მერვე პოზიციაზეა. „ფენერბახჩე“ ამ ეტაპზე, მეოთხე ადგილს იკავებს. გუშინ გამართული დარჩენილი სამი მატჩი, ასე დასრულდა:
„ცრვენა ზვეზდა“-„პანათინაიკოსი“ 63-69
„ბროზე“-„რეალი“ 66-81
„ვალენსია“-„ჟალგირისი“ 63-71
დღეს, ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ჩატარდება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ მოედანზე, „ბარსელონას“ უმასპინძლებს, გიორგი შერმადინის „უნიკახა“ მალაგაში, მილანის „ოლიმპიას“ მიიღებს