თელ-ავივის გრანდ სლემის მეორე დღე საქართველომ უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გუშინ ძიუდოში გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით ჩავიდა. ტურნირზე მხოლოდ 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი ასპარეზობს, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.
თელ-ავივის გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვიდა. 73 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი გუნდის ღირსებას ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელაძე იცავდნენ, 81 კგ-ში კი ვლადიმერ ახალკაცმა და ლევან გუგავამ იჭიდავეს.
ოთხივე ძიუდოისტი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ თელ-ავივის გრანდ სლემზე გუშინ 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ტურნირის ფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოს შეხვდა და მსაჯის გაურკვეველი გადაწყვეტილებით, შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 13 წამით ადრე ყვითელი ბარათებით დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც დიდი წარმატებაა.
აღსანიშნავია, რომ ეთერი თელ-ავივის გრანდ სლემის 2021 წლის ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.