ტეხასური დერბი "ჰიუსტონის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა
ტეხასური დერბი "ჰიუსტონის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “ტოიოტა ცენტრში” გამართულ ტეხასურ დერბიში “ჰიუსტონ როკეტსმა” “სან ანტონიო სპურსს” უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 109-93 დაამარცხა. ჰიუსტონელთა რიგებში საუკეთესო კვლავ ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 28 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. კრის პოლის ანგარიშზე 18 ქულაა. ტრევორ არიზამ 15 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. გრეგ პოპოვიჩის გუნდში კი ყველაზე მეტი 14 ქულა ბრინ ფორბსის ანგარიშზეა. რუდი გეიმ 13 ქულა დააგროვა. ტონი პარკერმა კი საკუთარ გუნდს 12 ქულა შესძინა.

მემფისი – მილუოკი 103-121
ოკლაჰომა – საკრამენტო 106-101
პორტლენდი – მაიამი 115-99