თედორე გრიგალაშვილი - „საბურთალოს“ საჩემპიონო შანსების გამოყენება შეუძლია
თედორე გრიგალაშვილი - „საბურთალოს“ საჩემპიონო შანსების გამოყენება შეუძლია

დიდი ხანია, რაც „საბურთალოს“ თედორე გრიგალაშვილი ვერ ეხმარება – გუნდის ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ რამდენიმე დღის წინ ჯვარედინი იოგების ოპერაცია გაიკეთა, მალე კი რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.

„გული მწყდება, რომ ვერ ვთამაშობ, თან ასეთ დროს, როდესაც გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მიზნის მიღწევამდე ცოტა აკლია. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ და ყოველდღიურად წინსვლას ვგრძნობ. ყავარჯნებით გადავაადგილდები, დაახლოებით სამ კვირაში მოძრაობას დავიწყებ. მერე კი სარეაბილიტაციო კურსს გავივლი.“ – ამბობს გრიგალაშვილი.

მან ეროვნული ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში „საბურთალოს“ მარცხზეც ისაუბრა – „კარგი იყო, რომ ეს თამაშები არ წაგვეგო, მაგრამ მომხდარით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და საგანგაშოც არაფერია. მგონი, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს, თუ რატომ ვართ პირველ ადგილზე. მთელი სეზონი გათამაშებას ღირსეულად ვლიდერობთ და დაწყებული საქმე, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. „საბურთალოში“ ისეთი კონტიგენტია თავმოყრილი, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეგვიძლია“.