თედო აბჟანდაძემ და ვანო კარკაძემ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშეს (ვიდეო)
ქართველმა მორაგბეებმა – თედო აბჟანდაძემ და ვანო კარკაძემ ფრანგულ „ბრივში“ პირველად ივარჯიშეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ვარჯიშის კადრები სოციალურ ქსელში თავად ფრანგულმა კლუბმა გაავრცელა.
„ბრივი“ საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი კლუბია, რომელიც 1910 წელს დაარსდა. ამ გუნდში სხვადასხვა დროს საფრანგეთის ნაკრების 30-ზე მეტი წევრი თამაშობდა.
„ბრივი“ უცხო არც ქართველი მორაგბეებისთვის არის. სხვადასხვა პერიოდში ფრანგული კლუბის რიგებში რამდენიმე ქართველი გამოდიოდა, მათ შორის ანტონ ფეიქრიშვილი, დავით ხინჩაგიშვილი და გოდერძი შველიძე.