Teamtalk-ი ვახტანგ სალიას ტრანსფერზე - „ნიუკასლის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელის შეძენით „რეალი“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ინტერესდებოდნენ #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გააკვირვა, როდესაც ვახტან სალიასთან შეთანხმებას მიაღწია, – ასე გამოეხმაურა ინგლისური გამოცემა Teamtalk-ი „დინამო თბილისის“ 17 წლის თავდამსხმელის, ვახტანგ სალიას ტრანსფერზე გავრცელებულ ცნობას.
„როგორც ჩანს, სალია გახდება მეორე ქართველი ფეხბურთელი, ვინც „ნიუკასლში“ ითამაშებს თემური ქეცბაიას შემდეგ. ის ამ გუნდში 1977-2000 წლებში გამოდიოდა და ინგლისის პრემიერლიგაში 78 მატჩი ჩაატარა.
„ნიუკასლმა“ ამომავალი ვარსკვლავისთვის ბრძოლაში სამი გრანდი დაამარცხა. პრემიერლიგის კლუბი 17 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.
გარიგება ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, ცნობილია, რომ სალია პირდაპირ ინგლისში არ გადავა და „დინამო თბილისში“ მომავალ ზაფხულამდე დარჩება, სანამ 18 წლის არ გახდება. სალიათი ასევე დაინტერესებულები იყვნენ მადრიდის „რეალი“, „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“.
ახალგაზრდა და პერსპექტიული თავდამსხმელი უკვე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. 16 წლის ასაკში კი „დინამოში“ ოთხი გოლი გაიტანა“, – წერს ინგლისური გამოცემა.