თეა წულუკიანი - ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიბრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არ მგონია, მას მიდგომები შეეცვალა
თეა წულუკიანი - ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიბრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არ მგონია, მას მიდგომები შეეცვალა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და ის მიდგომებს არ შეიცვლიდა.

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიაში, პოლიტიკაში პოზიტივია. ამას ასე ვაფასებ და აღვიქვამ. მით უმეტეს, როცა ვარ მისი მთავრობის იუსტიციის მინისტრი, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი.

კიდევ უფრო ვაფასებ იმას, რომ ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც 2011-2012 წლებში ვიბრძოდით იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა. არ მგონია, მიდგომები შეეცვალა და ამიტომაც, პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ დაბრუნებისადმი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.