თბილისური გუნდების დაპირისპირება „დინამო თბილისმა“ მოიგო #1TVSPORT
თბილისური გუნდების დაპირისპირება „დინამო თბილისმა“ მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „საბურთალომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და მესამე წრის ბოლო შეხვედრაში 0:1 დამარცხდა.

„პეტრო არენაზე“ გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. თბილისის „დინამომ“ ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა – გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოსთან დენის ბუშნია მონახა, რომელმაც ძლიერი დარტყმით „საბურთალოს“ კარი აიღო.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – „დინამო თბილისმა“ 1:0 მოიგო და ეროვნული ლიგის მესამე წრე 52 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა. „საბურთალომ“ (45) კი მესამე წრეში ხუთი მატჩი წააგო და მეორე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.

 
1. „დინამო“ ბათუმი 27 17 8 2 61-28 59
2. „დინამო თბილისი“ 27 15 7 5 67-38 52
3. „საბურთალო“ 27 13 6 8 53-30 45
4. „დილა“ 27 12 8 7 43-30 44
5. „სამგურალი“ 27 12 6 9 36-39 42
6. „ტორპედო“ 27 10 9 8 30-31 39
7. „თელავი“ 27 8 6 13 25-43 30
8. „სამტრედია“ 27 7 4 16 30-45 25
9. „გაგრა“ 27 5 7 15 24-52 22
10. „შუქურა“ 27 3 5 19 33-66 8