თბილისში მცირემხედველთა ევროპის ჩემპიონატი უკრაინის გამარჯვებით დასრულდა
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართული ტურნირის ფინალში უკრაინა რუსეთს შეხვდა და პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. საბოლოოდ, უკრაინელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხეს. მესამე ადგილზე ინგლისი გავიდა, მეოთხეზე – იტალია, მეხუთეზე – თურქეთი.
ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილებდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც ორივე ჯგუფური ეტაპის თამაში დიდი ანგარიშთ წააგო და გამოსვლა ბოლო, მე-6 ადგილზე დაასრულა.
„ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები ვართ და ბუნებრივია, ჩვენ ტიტულის შენარჩუნება მნიშნელოვანი იყო. ფინალში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა, რომელიც ევროპის ჩემპიონი თავადაც იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელები მცირედ მხედველები არიან და მათთვის ევროპის ჩემპიონობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა მასპინძლებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარეს“ – ამბობს უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ნიკოლაი ჩაილო.