4-6 დეკემბერს თბილისში, გლდანში მდებარე ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონ შოთა ლომიძის სახელობის ტურნირი 2007-2009 წლებში დაბადებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებს შორის.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ტურნირის ყველა მონაწილისთვის სავალდებულოა „პისიარ“ (PCR) ტესტირება, რომელიც უნდა ჩატარდეს შეჯიბრების დაწყებამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.