თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაღაზია გაიხსნა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ფანშოპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელთან მდებარეობს და მასში ნაკრების ოფიციალური პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ეროვნული გუნდის ოფიციალური მაღაზია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტები აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ოფიციალური მაღაზიის პროდუქცია წარმოდგენილი იქნება თბილისისა და ბათუმის Duty Free-ში, ასევე „კარფურის“ ჰიპერმარკეტების ქსელში.
სათამაშო ფორმასთან ერთად, საგულშემატკივრო მაისურებისა და ატრიბუტიკის ყიდვა იქნება შესაძლებელი. განახლებულ კოლექციაში ბავშვის ზომებიც არის გათვალისწინებული. მაღაზიის პარალელურად, ფუნქციონირებას გააგრძელებს ონლაინ მაღაზია www.fanshop.ge.