თბილისში სამბოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
თბილისში სამბოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

7-8 სექტემბერს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში (თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 5), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთის, საბერძნეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მიიღებენ.

ტურნირი 2014 წლიდან ტარდება, 2016 წლიდან კი შეტანილია სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. შეჯიბრებები ქალთა და მამაკაცთა შორის 9-9 წონით კატეგორიაში ჩატარდება. ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია 7 სექტემბერს, 17:30 საათზე გაიმართება.

გახსნის ცერემონიასა და ფინალურ შეხვედრებს დაესწრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაოდგილე შალვა გოგოლაძე.