სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, თბლისში, ვაკის დარბაზში რთულ ცოცვაში სამოყვარულო ფესტივალი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ჩემპიონები და პრიზიორები 14, 16 და უფროსი ასაკის კატეგორიებში გამოვლინდნენ.
ჯამში, შეჯიბრებაში 47-მა მოყვარულმა (30 ბიჭი და 17 გოგონა) მიიღო მონაწილეობა. Სხვადასხვა სირთულის შვიდი ბილიკიდან აუცილებელი იყო სამის დაძლევა, ინდივიდუალური შერჩევის წესით.
ფესტივალში მონაწილეობდნენ თბილისის, ყაზბეგის, ბედიანისა და ნიქოზის კლუბის წარმომადგენლები. მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის კვლევის თანახმად, სპორტული ცოცვა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობაა.
უახლესი მონაცემების მიხედვით, სპორტული ცოცვით დაინტერესებულია 25 მილიონი ადამიანი. აღნიშნული სახეობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითად პროგრამაში შედიოდა.