საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია გამომგზავრებამდე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მიუხედავად მტკიცებისა, რომ ყველა მოთამაშემ კორონავირუსზე უარყოფითი პაუსხი მიიღო, ეს ტყუილი გამოდგა.
„ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებს მოულოდნელად დიდი განსაცდელი დაატყდა. სკოპიეს დროით, 10 საათზე გუნდი გაემგზავრა თბილისში, სადაც გამართავს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს საქართველოს გუნდის წინააღმდეგ. კორონავირუსის მეორე ტესტზე კირე რისტევსკისა და კრსტე ველკოსკის დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ისინი არ თბილისში აღარ გაემგზავრნენ. ველკოსკი უარყოფითი იყო პირველ ტესტზე, მაგრამ პოზიტიური იყო მეორეზე და სიიდან ბოლო მომენტში ამოვარდა“, – წერს გამოცემა „სპორტმედია“.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდიც ვერ მოდის, რადგან ის ტრავმირებულია: „ამ ყველაფრის გამო ჩვენი გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი პრობლემების წინაშე დადგა, რადგან არიან ადემიც ტრავმირებულია, ამიტომ მას ქართველებთან მატჩისთვის სხვადასხვა გეგმის დასახვა მოუწევს“.